Friday, November 16, 2012


      წყალი- სიცოცხლის წყარო

1.პროექტის სახელი:წყალი სიცოცლის წყარო

2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეებმა უნდა აღწერონ  წყლის დაბინძურების კონკრეტული შემთხვევა,დაასაბუთონ არსებულ  მდგომარეობაში ცვლილების  შეტანის აუცილებლობა  და რა შეიძლება გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

3.პროექტის სრული აღწერა:მოიძიონ ინფორმაცია საიდან ვღებულობთ სასმელ წყალს,არსებობს თუ არა სუფთა წყლის პრობლემა, რა ღონისძიებების განხორციელება არის შესაძლებელი მდინარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა,ინტერვიუების აღება ,ფოტომასალის მოგროვება,მოძიებული მასალის  განთავსება ინტერნეტში .

4.მონაწილეთა ასაკი:12-155

5.ვადების ხანგრძლივობა:8-12 კვირა
6.პროეტის  შესაძლო  აქტივობები კლასში:
ინფორმაციის   შეგროვება,დამუშავება,დახარისხება. ანალიზის, კომუნიკაციის,ინდივიდუალური და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, ნამუშევრის განთავსება ინთერნეტში,პლაკატის დამზადება.

7.მოსალოდნელი შედეგები:მასწავლებელი ქმნის ვებ-გვერდს, სადაც განათავსებს ინფორმაციას  წყლის დაბინძურების  შესახებ.ასაბუთებს მის მიერ ს შედგგენილი პროექტი როგორ გააუმჯობესებს   მდგომარეობას რა დადებით შედეგს მოიტანს იგი.
 8.სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ ბუნებაზე  ზრუნვის უნარ-ჩვევები, გამოუმუშავდებათ  კრიტიკული აზროვნების უნარი ,ჩაერთვებიან  საზოგადოებრივ  საქმიანობაში.გააცნობენ თანატოლებს  ინტერნეტის  საშუალებით პროექტებს.
 9. სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შესძლებენ  საგანთა შორის კავშირის  დამყარებას (მაგ: გეოგრაფია, ქიმია,სამოქალაქო განათლება)  სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ  გამოყენებას კონკრეტული ამოცანის  გადასაწყვეტად.პედაგოგებს კი შეეძლებათ დააკავშირონ  არჩეული  ღონისძიებები  ეროვნული სასაწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
11.პროექტის ფასილიტატორი: მზია კალანდია.
12.ელ.ფოსტა :E-mail:mziakalandia72@gmail.com
13.პროექტის ფორუმი.
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.

No comments:

Post a Comment